„გირჩის” წევრებმა პარლამენტში სატელევიზიო სტუდია მოაწყვეს

გირჩმა პარლამენტში სტუდია მოაქყო

„გირჩის“ წევრებმა საქართველოს პარლამენტში სატელევიზიო სტუდია მოაწყვეს, საიდანაც დღეს პირველი პირდაპირი ეთერი განხორციელდა.

დეპუტატ იაგო ხვიჩიას თქმით, მათი სურვილია, საპარლამენტო ტელევიზიის გაკეთება, სადაც „გირჩის“ პროექტები გავა ეთერში.

„ჩვენ გვინდა, გირჩის სამი პროექტი, „დაუჯერებელი ამბები“, „თავისუფალი ბაზარი“ და „პროცესი“ „გირჩის“ სამეფოს საპარლამენტო სტუდიაში გადმოვიტანოთ და „პარლამენტ ტივი“ გავაკეთოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მედიის თვალით ნანახი საპარლამენტო საქმიანობა აინტერესებთ.

„მაგალითად, კედლები არ მოგვწონს, ძალიან ბიუროკრატიულია, „გირჩულად“ გვინდა, გავაკეთოთ და ალბათ რაღაცებს შევცვლით. სტუმრების გამო მოვედით აქ, 150 დეპუტატი, ამას დამატებული ბევრი ადამიანი, ვინც სტუმრად მოდის პარლამენტში, გვინდა, ჩვენი სტუმრებიც იყვნენ. მედიასაც ვეპატიჟებით სიამოვნებით, მაგრამ დღეს უარი გვითხრეს. მედიის თვალით ნანახი საპარლამენტო საქმიანობა გვაინტერესებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

banner
წინა სტატიაშიგერმანიასა და იტალიაში მაფიის წევრების დაკავების ოპერაცია ჩატარდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: გარეჯის საკითხი მალე ჩვენი ძმობის შესაფერისად გადაწყდება