გირჩის“ წარმომადგენლების დღევანდელი აქცია იყო უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „გირჩის“ წარმომადგენლების დღევანდელი აქცია იყო უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა.

„ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნებო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს მათგან არც უნდა ველოდეთ არაფერს. როგორც ჩანს, ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა. ახალგაზრდები ადგილზე „ხატებით“ მივიდნენ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

banner
წინა სტატიაშისტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან
შემდეგი სტატიაივანიშვილის საქმე დამთავრებულია