“გირჩის” ოფისს ზესტაფონში ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს

ზესტაფონში დღეს ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის” რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა , რომელსაც ცნობილი იუმოროსტი ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს.
“გირჩის” იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში “გირჩის” რაიონული ორგანიზაციები სამტრედიაში, ბაღდათში, წყალტუბოსა და ხონში გაიხსნება.

აპც „გირჩმა“ ზესტაფონში წერეთლის #1-ში დაიწყო საქმიანობა. ოფისის გახსნას ორგანიზაციის ლიდერები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: საჯაროდ მოვითხოვ ირაკლი ალასანიასგან, პრეტენზიების ნუსხა წარმოადგინოს
შემდეგი სტატიაბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქცია მიმდინარეობს