“გირჩის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე პოლიციაში იმყოფება. სამართალდამცველები ჯაფარიძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ვაჟა ფშაველას გამზირზე, პოლიციის მეორე განყოფილებაში ჯაფარიძეს ბრალდებას გააცნობენ, რის შემდეგაც “გირჩის” წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებენ. შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე კი უკვე სასამართლო იმსჯელებს.
„მასაც იგივე მუხლებით წარუდგინეს ბრალი, რაც გუშინ გირჩის სხვა ლიდერებს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს. ეს არის მუხლები 173-ე და 166-ე, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა,“-განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “გირჩის” წევრები, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ორგანიზაციის წევრებმა სამართალდამცავების მიერ ერთი პირის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ნარკოშემოწმებაზე გადაყავდათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილი : ეს არის კომპრომისი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას სომეხ ხალხს!
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : პრეზიდენტი ინტელექტის დეფიციტს არ უჩივის, მაგრამ ვერც ერთ დარგში ვერ ერკვევა