„გირჩის“ ლიდერებმა ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს

„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს.

როგორც „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„ნამდვილად აზრთა სხვადასხვაობაა. რამდენიმე კითხვა დავუსვით ჩვენს კოლეგებს, როგორც ჩანს, ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი, საუბარი არ ისურვეს და ჩვენ ვერ დავინახეთ აზრი, დავრჩენილიყავით. კითხვები ეხებოდა ნიკა მელიას საქმესაც, რა გეგმა ჰქონდათ, თუ ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები, რას ვაკეთებდით, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, გვქონდა სხვა შეკითხვებიც, რომელიც ეხება ჩვენთან მიმართებაში ურთიერთობას სხვა ოპოზიციური პარტიების. ჯამში, როგორც ჩანს, ამ ხალხს არ შეუძლია ლაპარაკი. ისინი არც ეთერებში სხდებიან ჩვენთან ერთად. მოვედით და აქაც ვერაფერი გვითხრეს“, – განაცხადა ვახტაგ მეგრელიშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ქვეყანაში ეპიდაფეთქება რომ არ გამეორდეს, უნდა ვიყოთ ფრთხილად
შემდეგი სტატიაუგულავა – გავრილოვის ხარკის გადახდას არ ვაპირებთ, მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ