„გირჩის“ ლიდერები – ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, სამართალდამცავებმა “დედაენის” ბაღთან დააკავეს

გირჩის წევრები – ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა დედაენის ბაღთან დააკავეს.

როგორც გირჩის წარმომადგენლები  აღნიშნავენ, ხვიჩია და მეგრელიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ დედაენის ბაღში დაანონსებული ფესტივალისთვის აპარატურის შეტანა სცადეს.

აპარატურის შეტანის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულები ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გასაჩხრეკად არიან გადაყვანილები.

გირჩი დღეს კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ.

ამასთან, მისი თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთლიანად გირჩი იღებს.

banner
წინა სტატიაშიხელმეორედ შეღებილი ბანერები რუსთავში-გაერთიანებული ოპოზიციის ოფისები წითლად შეღებეს
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით ,,გირჩის” ლიდერები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან