„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს

„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ ინფორმაციით, მარიხუანის პირადი მოხმარების ფაქტზე, ქუთაისში, სასულიერო პირის სახლში ჩხრეკა განხორციელდა.

როგორც დიაკონმა გიორგი ჯახუამ „გირჩის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანაფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყენებდა.

მისი თქმით, C ჰეპატიტით, დიაბეტითა და ავთვისებიანი სიმსივნითაა დაავადებული.

გიორგი ჯახუამ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ პოლიციელებმა ორ ძირ კანაფთან ერთად, ანტიკვარული ნივთი წაიღეს.

სასულიერო პირის განცხადებას „გირჩის“ ქუთაისის ოფისის ხელძღვანელი თემურ ცამციშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მსგავსი შემთხვევები გახშირდა.

დიაკონის უფლებებს „გირჩის“ იურისტი დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას მერობის კანდიდატად მისი შესაძლო დასახელების შესახებ
შემდეგი სტატიაჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას – რომან გოცირიძე “გაზპრომზე” საუბრობს