“გირჩის” ცნობით, თბილისში 50-დე “შმAXI” მოძრაობს

მოძრაობა “გირჩის” ცნობით, თბილისის ქუჩებში უკვე 50-ზე მეტი შმაქსისტი გადაადგილდება.

მოძრაობის ინფორმაციით, ოფისში მათთან “უამრავი ადამიანი რეკავს და სოციალური ქსელის გვერდზე წერენ, სად მივიდნენ და როგორ შეიძლება დარეგისტრირდნენ “შმაქსი”-ს მასწავლებლად”.
შეგახსენებთ, რომ “გირჩის” მიერ დაარსებული “შმAXI”, საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. „შმაქსი“-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე “შმაქსისტები”, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე ელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალასაც აჩვენებენ მგზავრებს.
თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “თუ შმაქსისტები ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად “მიიშმაქსებიან”, თუმცა, საპატრულო პოლიციამ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე “შმაქსისტი” დააჯარიმა, ისიც ისინი, ვინც დაადასტურეს, რომ მგზავრებს გადაყვანის საფასურზე შეუთანხმდნენ, ანუ ტაქსის მომსახურებას უწევდნენ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : ჩემი საქმის განხილვის გაჭიანურება დადასტურებაა, რომ სასამართლო სისტემას მართავს ვიწრო ინტერესებით მოძრავი ჯგუფი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ამაზე მეტი სასაცილო და სატირალი რა უნდა იყოს, როდესაც ვიღაცის მიერ პირადად დაქირავებული ადამიანები განაგებენ საქართველოს ბედს