გირჩიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს ზურაბ ჯაფარიძე იყრის

პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი წარადგინა. როგორც ცნობილია, გირჩიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს ზურაბ ჯაფარიძე იყრის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.

როგორც მან აღნიშნა, გირჩმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, ნარკოპოლიტიკის და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სფეროებში.

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის — ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ 2015 წელს.

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ლიდერია ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკოსი და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიქუმსიშვილი: 2017 წელი 5%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ
შემდეგი სტატიაქადაგიძე : ,,მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო”