“გირჩი” ქუთაისის ბიუჯეტის გაღარიბებაზე საუბრობს

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის ინფორმაციით ქუთაისის ბიუჯეტი გაღარიბებულია და რამდენიმე მიმართულების დაფინანსება მვეთრადაა შემცირებული.

ცამციშვილის მტკიცებით, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 16.5 მილიონი ლარით შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. მისივე მტკიცებით თითქმის 1.5 მილიონი ლარით მცირდება განათლების სფეროს დაფინანსება. ხოლო ამის ფონზე მერია დაფინანსებას იზრდის და ის 345 000 ლარს შეადგენს.

“გირჩების” ბრალდებებს ქალაქის მერიაში პასუხობენ. ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის თქმით, ცამციშვილის განცხადებები მოსახლეობის შცდომაში შეყვანას ემსახურება.

“ძალზე დასანანია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” ქუთაისში თავისი მოღვაწეობა ასეთი აბსურდული ბრალდებით დაიწყო, იმიტომ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა, ფინანსური საკითხების მიმართ არაკომპეტენტურობაა. პირველ რიგში ეჭვი მეპარება, იმიტომ, რომ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი ჯაფარიძე ძალიან ძლიერი ფინანსისტია. ის საქართველოში აღიარებულია და ალბათ გადახედილიც კი არ აქვს ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტისთვის. დღევანდელი ბრიფინგი ადგილობრივი წარმომადგენლების შემოქმედებას გავს, რადგან მსგავსი არაკომპეტენტურობა თვითონ დამფუძნებლებსაც შერცხვებათ. რეგიონული განვითარების ფონდიდან 2016 წელს განსახორცილებელი პროექტები ჯერ არ დამტკიცებულა და არც თანხა ჩარიცხულა. ეს თანხა უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება. რაც შეეხება შტატების დამატებას, ეს არის აბსურდი. მსგავსი რამ მერიაში არ იგეგმება”, – განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია კოტე აფხაზის ქუჩაზე ქვაფენილის დაგების სამუშაოებით უკმაყოფილოა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების თაობაზე განცხადებას ავრცელებს