“გირჩი” პარლამენტში არ შედის

„გირჩი“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური ერთიანობა მნიშვნელოვანია, ამიტომ „გირჩი“ სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციას ითვალისწინებს.

„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებაზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“, – განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა: ხალხმა გადაწყვიტა ეს არჩევნები და პატივი სცენ ხალხის არჩევანს
შემდეგი სტატია“პარლამენტი ვერ გახდება ლეგიტიმური, თუ ის შინაარსობრივად არ გამოხატავს ხალხის ნებას”