“გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა MONA.GE-ს მორიგი სია წარადგინეს

“გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა MONA.GE-ს მორიგი სია წარადგინეს. მასში მოხვდნენ “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი, სენაკის მერი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი და ა.შ.

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ სიაში მოხვედრილი პირები, რომლებიც განათლების სფეროდან არიან, საჯარო სკოლებში პოლიტიკური წმენდის ავტორები იყვნენ.

სიაში მოხვდნენ:

ვახტანგ გადელია – 2021 წლიდან სენაკის მერი;
დემურ გადელია – სენაკის მერის ბიძა;
თამაზ გაიაშვილი – “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორი, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ერთ-ერთი ინიციატორი;
გაბრიელ კამაევი – ანტიდასავლური კამპანიის დეზინფორმაციული ქსელის მონაწილე, ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი;
გია მურღულია – ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კომისიის წევრი;
ნოდარ წამალაშვილი – განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტი;
ზაურ ხვედელიძე – განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
ელისო ჯაფარიძე – განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – რუსეთმა უკრაინაში, დაახლოებით, 300 810 ჯარისკაცი დაკარგა
შემდეგი სტატიადეკანოიძე – როცა ოკუპანტი ქვეყნის ყველაზე სისხლიან მმართველს, ჰააგის მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს დარბაზში უსმენს საქართველოს ვიცე – პრემიერი, ეს არის უდიდესი ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში