გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ყურუას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ყურუას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას პოლიტიკოსი თავადვე ავრცელებს.

ბორის ყურუა სხვა აქტივისტებთან ერთად, 10 ნოემბერს, სუს-თან გამართულ აქციაზე დააკავეს. გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყურუა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ჩართვას ელოდებოდა და მას არაფერი დაუშავებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდამცველებმა ოპოზიციის აქციიდან 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“უხერხულია, რომ მათ შორის ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის მიმართ ორი განაჩენი არსებობდა”
შემდეგი სტატიაუახლოეს დღეებში, ევროპიდან, ასევე ვაშინგტონიდან, ხელისუფლება მიიღებს გზავნილებს