27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი. ორივე მათგანი საპატიმროს სექტემბერში დატოვებს.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავებოდა, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან, საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკობახიძე: მნიშვნელოვანია ჩვენი ხელწერისა და სტანდარტის დასაცავად, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა