“გირჩი – მეტი თავისუფლების” განცხადება უპირბადობის გამო დაწერილი უკანონო ჯარიმების თაობაზე

“უპირბადობის გამო დაწერილი უკანონო ჯარიმების თაობაზედ
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს დე ფაქტო მთავრობა რეალურად ჭრიდეს პრობლემებს და მავნებლური შეზღუდვებით შემოსავლის გარეშე, ვალებში არ ტოვებდეს ასობით ათას მოქალაქეს, შსს-ს მთელი რესურსი მიმართულია უპირბადო ადამიანების ქუჩაში გამოჭერაზე, რისი შედეგიც უამრავი დაჯარიმებული მოქალაქეა.
თუმცა, გარდა იმისა, რომ მთავრობის ამ შეზღუდვებს არანაირი მორალური საფუძველი არ გააჩნია, ქართული პოლიციის ქმედებები არსებული არაადამიანური კანონებითაც კი გაუმართლებელია.
უფრო კონკრეტულად, მთავრობის 368-ე დადგენილების მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პირი უნდა დაჯარიმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-11-ე მუხლის მიხედვით კი, დაჯარიმებას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ დახურულ სივრცეში უპირბადოდ ყოფნა.
აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, აკრძალულია ღია სივრცეში უპირბადოდ გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, დაღვევისთვის სანქცია არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის მიზეზით გამოწერილი თითოეული 20 ლარიანი ჯარიმა უკანონოა.
მოვუწოდებთ საქართველოს დე ფაქტო მთვრობას და შსს-ს, შეწყვიტონ უკანონო ქმედება და ისედაც გაჭირვებული ადამიანებისთვის დამატებითი უსამართლო ხარჯების დაკისრება.
მოვუწოდებთ ყველა უსამართლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეს, არ დაიზაროთ, გააპროტესტეთ და აუცილებლად გაასაჩივრეთ ყველა ასეთი ტიპის ჯარიმა.
სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალადობის გატარება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე უსამართლო კანონების მორჩილება”-აღნიშნულია “გირჩი – მეტი თავისუფლების” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაცია: გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!
შემდეგი სტატიაჩოხატაურის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის შეხვედრა დასრულდა