“გირჩი-მეტი თავისუფლება” ALDE-ს სრულუფლებიანი, “დროა” კი აფილირებული წევრი გახდა

პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლება” ევროკავშირის ერთ-ერთ მსხვილი ფრაქციის, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის (ALDE) სრულუფლებიანი, “დროა” კი აფილირებული წევრი გახდა. ამის შესახებ ALDE სოციალურ ქსელში წერს.

“გირჩი – მეტი თავისუფლება” საქართველოდან ახლახან გადავიდა ALDEParty-ის შვილობილიდან სრულ წევრობაზე! გილოცავთ.

“დროა” საქართველოდან ახლახან გახდა ALDEParty-ის ახალი შვილობილი წევრი! გილოცავთ,” – წერია განცხადებებში.

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს
შემდეგი სტატია“ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე!” – თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე