“გირჩი” კიდევ ერთმა წევრმა დატოვა- გუგა ჩაფიჩაძე პოლიტიკიდან მიდის

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრი გუგა ჩაფიჩაძე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გირჩის „მთაწმინდის“ ოფისს ხელმძღვანელობდა, აქტიური პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ განცხადება ფეიბუკზე თავად გიგა ჩაფიჩაძემ გაავრცელა. მისი თქმით ის პარტიიდან წასვლის მიუხედავად „გირჩის“ მხარდამჭერად რჩება:

„მეგობრებო, გადავწყვიტე, ჩამოვშორდე აქტიურ პარტიულ საქმიანობას. შესაბამისად, ვტოვებ გირჩს.

ვრჩები გირჩის მხარდამჭერად და მჯერა, რომ გირჩს ყველაზე თანმიმდევრული და გამართული პროგრამა აქვს. ვრჩები ზურა ჯაფარიძის და სხვა გირჩების მეგობრად.

ვაპირებ ჩემი დრო და ენერგია სხვა სფეროში დავხარჯო და განსხვავებული სივრცეებიდან ვიბრძოლო ამ იდეებისთვის. შესაბამისად, დღეის შემდეგ, ჩემი ყველა სიტყვა ექსკლუზიურად ჩემი პოზიციაა და არა გირჩის.

ერთად გატარებული დროისთვის დიდი მადლობა ყველა გირჩელს და გირჩის ყველა მხარდამჭერს. პატივისცემით, მე“- წერს გუგა ჩაფიჩაძე.

banner
წინა სტატიაშიყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
შემდეგი სტატიაღრმაღელის ქუჩაზე ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა