გირჩი განცხადებას ავრცელებს

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი განცხადებას ავრცელებს. ცენტრის წარმომადგენლები გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ და განმარტავენ მიზეზს, თუ რატომ არ ესწრებიან ისინი პარლამენტის სხდომებს, სადაც საკანონმდებლო ორგანომ ახალი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება არგამოცხადების შესახებ უნდა იმსჯელოს.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი ყურადღებით აკვირდება პროცესს, რომელიც სამთავრობო პროგრამის განხილვას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობა, რაც, ჩვენი აზრით, შეცდომაა და არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნას ცვლილებებზე. ასევე შეცდომაა სამთავრობო პროგრამის, რეალურად, უცვლელი სახით წარმოდგენა. შესაბამისად, ამ პირობებში საპარლამენტო განხილვები რეალურ შინაარსს მოკლებულია და ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარს არ ვუჭერთ.

“მიუხედავად ამისა, მივესალმებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის, მიერ გამოთქმულ მზაობას, ითანამშრომლოს პოლიტიკურ ოპოზიციასთან ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაციის, გადასახადების დაწევისა თუ სხვა ეკონომიკურ საკითხებზე.

“გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, მზად ვართ, პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცებიდან უახლოეს დღეებში, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ მას და გავაცნოთ ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ჩვენ მიერ შემუშავებული დეტალური გეგმა,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე საათში გახდება ცნობილი, დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი კვირიკაშვილის მთავრობას
შემდეგი სტატია13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული მანქანების მფლობელები კომპენსაციებს მიიღებენ