“გირჩი” დღეს კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს

გირჩი დღეს დედაენის ბაღში კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაცია გირჩმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ.

“იქნება აბსოლუტურად ცივილური აქცია, სადაც მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებსაც მარიხუანას ლეგალიზების ეშინიათ, შეუძლიათ, მოვიდნენ, დააკვირდნენ, ნახონ და მე დარწმუნებული ვარ, საფრთხეების ის ნაწილი, რომელიც წარმოუდგენიათ, უბრალოდ, მათ თვალწინ გაქრება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე იყოს და ჩვენზე ილაპარაკოს უცხოურმა პრესამ დადებითი კონტექსტით. მე მგონია, რომ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ განვსხვავდებით,“ – აცხადებს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.

ამასთან, მისი თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთლიანად გირჩი იღებს.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის „ქალთა მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს
შემდეგი სტატიადღეს თბილისში მსვლელობა – „მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს!“ იგეგმება