„გირჩი“ დეპუტატებს და მედიას ხინკალზე ეპატიჟება

„გირჩი“ დეპუტატებს და მედიას ხინკალზე ეპატიჟება. საქმე ეხება „კანონის და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ალექსანდრე რაქვიაშვილსა და იაგო ხვიჩიას შორის ხინკალზე დადებულ ნიძლავს. როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, იმედი აქვს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც შეუერთდებიან.

„ამ დღეებში დაკავებული ვართ, ბევრი საქმე გვაქვს, არ გვინდა დავძაბოთ სიტუაცია, პირიქით გვინდა დაწყნარდეს. ჩაცხრება ემოციები, შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები შემოგვიერთდნენ და აუცილებლად დაგპატიჟებთ მედიას ხინკალზე,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში კიდევ ორი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი – სასამართლოში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი