“გირჩი” – ახალ პოლიტიკური ცენტრი

girchi1ქუთაისში “ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის” რეგიონალური ოფისი გაიხსნა. რეგიონულ წარმომადგენლობას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს.
“ახალი პოლიტიკური ცენტრის” ხელმძღვანელებმა დღეს მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
“პარტიის მიზანია შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას; ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი; სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს – რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო 1 წლის განმავლობაში; მედია მხარდაჭერას; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას”, – აცხადებენ ცენტრის ხელმძღვანელები.
ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის” ოფისი გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიშსს “ალბატროსის” მფლობელს ავტომანქანის დაწვის ფაქტს ადასტურებს
შემდეგი სტატია„მრეწველები“ „ოცნების“ სიაში აღარ იქნებიან?