“გირჩი” 22 რეგიონულ ოლქში საკუთარ მაჟორიტარებს წარადგენს

პოლიტიკური პარტია “გირჩი” 22 რეგიონულ ოლქში საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია საკუთარ ვებ გვერდზე girchi.com აქვეყნებს.

ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში, – ვკითხულობთ განცხადებაში.

თავდაპირველად, “გირჩი” მაჟორიტარობის მსურველებს საკუთარ აქტიურ წევრებში ეძებს, ამისთვის მათ პორტალზე სარეგისტრაციო ბმული გამოაქვეყნეს. პარტიის წევრთაგან მაჟორიტარობაზე კენჭისყრის მსურველთა რეგისტრაცია ხვალ, 5 აგვისტოს, 12:00 საათზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ “გირჩი” გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა.

“გირჩმა” თავისი პროპორციული საპარლამენტო სია, რომლის პირველი ნომერიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა 31 ივლისს, შიდა პრაიმერისის გზით გამოავლინა.

“გირჩმა” პროპორციული სიის ჩამოყალიბების საშუალება მისცა მის გულშემატკივრებს საკუთარი პორტალ girchi.com პლატფორმაზე. პარტიის მომხრეები გირჩის შექმნილი ელექტრონული ვალუტის GeD (Georgia Dollar) მეშვეობით ბოლო კვირების განმავლობაში აძლევდნენ ხმას თავიანთ ფავორიტ პოლიტიკოსებს. ეს არის მომხრეების მიერ საპარლამენტო სიის ფორმირების პირველი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული სიის ცესკო-ში წარდგენის ვადა სექტემბრამდეა, ეს არის სიმბოლური თარიღი, 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ “გირჩის” სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ “გირჩმა” გამოაცხადა ავტომანქან “ტესლას” გათამაშება არჩევნებში მონაწილე თითოეული მოქალაქისთვის. ამომრჩევლებს “ტესლას” მოგება შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მივლენ საარჩევნო უბანზე, ნებისმიერ კანდიდატს შემოხაზავენ და ფოტო მტკიცებულებით დაადასტურებენ არჩევანის გაკეთების ფაქტს. ავტომანქანებს “გირჩი” საპარლამენტო დაფინანსებით შეიძენს, “ტესლები” ოთხი წლის განმავლობაში გათამაშდება.

banner
წინა სტატიაშიმოგიწოდებთ დავიცვათ წესები, ბევრი ადამიანია ჩასაფრებულის პოზიციიდან – ვოლკსი ISFED-ზე
შემდეგი სტატიაჩუგოშვილი: ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს