„გირჩების“, ციყვების და “ნაციონალური მოძრაობის” ბუნების სხვადასხვა მოვლენებად გარდაქმნილი წევრების მოწოდებებს სერიოზულად არ აღვიქვამს

mechuriმე არ მითქვამს, რომ ყველა, ვისზეც კომპრომატი არსებობს, თანამდებობიდან უნდა წავიდეს. მე თანამდებობების დატოვებისკენ მოვუწოდე სახელმწიფოს საიდუმლოებასთან დაკავშირებულ და სერიოზული გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლესი თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათზე კომპრომატები არსებობს. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.

მისივე აზირით, ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ შესაძლოა, ამ კომპრომატების გამოყენება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შეძლონ, რაც ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს. ასეთი პრაქტიკა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში არსებობს, რომლებზეც ჩემზე გიენებივით შემოსეული არასამთავრობოები ხშირად აპელირებენ.

„ეს არასამთავრობოები ერთი ფესვიდან არიან აღმოცენებულნი, ერთი დაფინანსებით სულდგმულობენ და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერაშიც ხშირად არიან შემჩნეულნი. როცა სამალავებში წინა ხელისუფლების მიერ გადაღებული ფარული ჩანაწერები აღმოჩნდა, არასამთავრობოებმა აურზაური ატეხეს და ხელისუფლებას ვიდეოჩანაწერების განადგურება აიძულეს, იმის ნაცვლად, რომ ჩანაწერების დამკვეთების, შემსრულებლების და გამავრცელებლების გამოსავლენად გამოძიება ჩატარებულიყო. ამ დროს, “ნაციონალურ მოძრაობას” ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან ისედაც გატანილი ჰქონდა, თავისი მიზნებისთვის იყენებდა და დღესაც იყენებს“,-აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქით, „გირჩების“, ციყვების და “ნაციონალური მოძრაობის” ბუნების სხვადასხვა მოვლენებად გარდაქმნილი წევრების მოწოდებებს სერიოზულად არ აღიქვამს, „რადგან ისინი ფარული ჩანაწერების გაკეთებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ პროტესტი არასოდეს გამოუთქვამთ“.

„კადრების გავრცელება “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტების ინტერესებში შედის, რათა შინ თუ გარეთ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. მათ უნდათ, ეს ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას შემოუტრიალონ, რაც აბსურდია. თუ ჩვენს ხელისუფლებას ამგვარი ჩანაწერები გააჩნდა და ამით მანიპულირება სურდა, მათი გამოყენება აქამდეც შეეძლო“,-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში.

banner
წინა სტატიაშისენაკის, მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს და აბაშის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციებს არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენიათ
შემდეგი სტატიაამ დრომდე გრძელდება შეკვეთილში ხის ნაპირზე გადატანის სამუშაოები