გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებისთვის ამანათების მიღება ხვალიდან იწყება

პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღება ხვალიდან იწყება. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების-ბრალდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება“, – აცხადებენ უწყებაში.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება მოხდება 21-22 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით