გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოწესრიგდა წყალარინების ქსელი. ახლა კი, დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტისთვის დაახლოებით, 153 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიკასპის ტერიტორიაზე, მტკვარში, მწყემსს ეძებენ
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 366 ფაქტი გამოავლინა