გიორგია გახარია: ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემაზე ვმუშაობთ

შინაგან საქმეთა მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობა ყველა შესაძლო რესურსს გამოიყენებს, რომ მოხდეს ოჯახისთვის მისი გადმოცემა.

შს მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტების მიერ მოკლულ ჯარისკაცს სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩაუტარდეს. მათ შორის შესაძლოა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაც.

„რაც შეეხება ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩავატაროთ, მათ შორისა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც”, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისომხურმა ოპოზიციამ სამთავრობო შენობებში შესასვლელები დაბლოკა
შემდეგი სტატია“არაადეკვატური და ბინძური კამპანია”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპოზიციას პასუხობს