გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის სახელით იაპონიის ექსპრემიერ-მინისტრის ტრაგიკულად დაღუპვის გამო იაპონელ ერს მიუსამძიმრა და სამგლოვიარო წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის სახელით იაპონელ ერს ექსპრემიერ-მინისტრის შინზო აბეს ტრაგიკული დაღუპვის გამო მიუსამძიმრა და იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გახსნილ სამგლოვიარო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს იაპონიას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახს. ჩვენ ვგლოვობთ თავდადებული პოლიტიკოსისა და ისტორიული მოღვაწის ტრაგიკული დაღუპვის გამო. მისი მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და იაპონიისადმი ერთგულება სამაგალითოდ დარჩება მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ მოვედით ელჩის რეზიდენციაში, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება იაპონელი ერის მიმართ ღირსეული ლიდერის დაკარგვის გამო და საქართველოს პარლამენტის სახელით, მივუსამძიმროთ იაპონელ ერს, ბატონი შინზო აბეს ოჯახს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

იაპონიის ელჩს მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადა ასევე პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიმელიტოპოლთან ოკუპანტების მიერ დაკავებული სამხედრო ბაზა იწვის
შემდეგი სტატიახაჭაპურიძის ინფორმაციით, სააკაშვილისთვის კვლევების ჩასატარებლად ორმა ამერიკულმა კომპანიამ მზაობა გამოთქვა