გიორგი ვოლსკი:ეჭვი მაქვს, იქნებ ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება?

“ეჭვი მაქვს, იქნებ ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება? რომ არ მივიღოთ ბიუჯეტი იმიტომ, რომ ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე, რომელიც ჩვენ შევადგინეთ მას მერე, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ამ ბიუჯეტის და იმ პროექტების ფონზე, რომლებსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, მითუმეტეს სტაბილურობის შენარჩუნების, მით უმეტეს, აღარ მინდა ვთქვა, მაგრამ იმ 9 წლის ფონზე, როდესაც ადამიანებმა გამოსცადეს სერიოზული რეპრესია, ამის ფონზე, ამათ რასაკვირველია ძალიან პატარა შანსი აქვთ…

ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა, იმის გამო რომ იქ პიკეტირება ხდება. რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს და სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება და გაცილებით უფრო მეტს. ასევე აქციაში მონაწილე იმავე 5 ათას თუ 6 ათას ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში ”-აცხადებს გიორგი ვოლსკი

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: აქვს თუ არა უნარი პოლიტიკურ ელიტას მრავალჯერ დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე მაინც რამე ისწავლოს და გაარღვიოს ეს მანკიერი წრე?
შემდეგი სტატიაარველაძეს მომიტინგეები “მონა” შეძახილებით შეხვდნენ