გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში დესტაბილიზაციას მხარს არ დაუჭერენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, პარტიის ლიდერებთან გიორგი ვოლსკისთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მამუკა წოწერია ამჯერად მოქალაქეებს ენგურის დასახლებაში ჯანაშიას და ქობულეთის ქუჩებზე შეხვდა და პრიორიტეტები გააცნო.

„აქტიურად ვაგრძელებთ მეორე ტურის წინასაარჩევნო შეხვედრებს. რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ვსაუბრობთ მომავალი 4 წლის გეგმებზე, კონკრეტულ პროექტებზე. კარგია, რომ მოსახლეობა აქტიურად ერთვება ამ შეხვედრებში და ასევე იკვეთება ერთი გარემოება, რომ გარკვეულწილად პასიურ მდგომარეობაში იყო მოსახლეობა, რასაც შეეძლო სერიოზული ზეგავლენა მოეხდინა პირველი ტურის შედეგებზე. მოსახლეობა უკვე აფიქსირებს, რომ უკმაყოფილოა პირველი ტურის შედეგებით და აქედან გამომდინარე იქნებიან აქტიურები, მაქსიმალურად მობილიზდებიან და გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ღირსეული არჩევანი იქნება „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატების სასარგებლოდ. ასე რომ 30 ოქტომბერს ჩვენ ველოდებით გამარჯვებას და შემდეგ უკვე იმ გეგმების განხორციელებას რაც მოქალაქეების ჩართულობით განვახორციელეთ“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის და მამუკა წოწერიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. გიორგი ვოლსკი განცხადებით, ზუგდიდს სჭირდება მერად ადამიანი ვინც იცის ადგილობრივების პრობლემა და აქვს კომპეტენცია მისი მოგვარების:

„ქალაქსა და სოფლებში გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრებს. საზოგადოება არის ძალიან პოზიტიურად განწყობილი. ზოგადად ჩანს, რომ ისინი არიან გაცილებით მაღლა თავისი ინტელექტით ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის მუქარა რაც ბოლო პერიოდში ისმის, წარმატების შემთხვევაში თუ რას იზამენ და როგორ განვითარებას ჰპოვებს პროცესები, ბევრისთვის მიუღებელია. არც არავისთვის მიკითხავს რომელი „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს, რომელი – “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო კარგადაა მომზადებული არჩევნებისთვის, პოლიტიკური პროცესებისთვის, ვიდრე ამას ჩვენი ოპონენტები პირდებიან არა მარტო ადგილობრივ საზოგადოებას, არამედ მთლიანად საქართველოს. დესტაბილიზაციას არავინ დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეიცვლება შედეგები არჩევნებისა პირველ ტურთან შედარებით! – განაცხადა გიორგი ვოლსკი.

ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულთან ერთად, დღეს ზუგდიდის სოფლებსა და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა, რომელშიც გიორგი ვოლსკთან და მიხეილ ყავლეაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სოზარ სუბარმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ლადო კახაძემ, დავით სერგეენკომ. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები, მომღერლები ელენე ფოჩხუა, სოფო ბედია და ბექა ჩხაიძე.

banner
წინა სტატიაშიკალაძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე – არც მე და არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმი, უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა
შემდეგი სტატიარუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს – ნიკა გვარამია