გიორგი ვოლსკი: „ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო“

„ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო და ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში. დანაშაულებებთან მიმართებაში რაიმე ბოდიშის თქმის ან სინანულის დემონსტრირებისთვის არც ვანო მერაბიშვილი და არც ბევრი ადამიანი, ვინც მასთან ერთად მართავდა ამ ქვეყანას, მოწოდებული არ არის. ასეთ პირობებში რა განცხადებას გააკეთებს, როგორ შეაფასებს მიმდინარე პროცესებს, ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მითუმეტეს ბრძოლა კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებთან, ვისაც ის ასახელებს, შეიძლება სამართლებრივად ლეგიტიმურია, მაგრამ არალეგიტიმურია მორალურად. მან გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს, რომ ჩაფიქრდეს – რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა ეს სასჯელი ობიექტური, რომელიც მის მიმართ იქნა გამოტანილი.

ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, თვითოეული მათგანი არც ერთი ნიშნით ჩვენ საზოგადოებას იმის საფუძველს არ აძლევენ, რომ უკეთესი პირობა ექნებათ თუ კი ოდესმე ხელისუფლებაში მოვლენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.​

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “Georgia`s Natural”-ის ბრენდი გამოჩნდა
შემდეგი სტატია“თქვენც შეცდომა დაუშვით ბ.ნო მიშა!!! “-ჩარკვიანი სააკაშვილს