გიორგი ვოლსკი: მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 29, 2020 14:09

გიორგი ვოლსკი: მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი

„მიაქციეთ ყურადღება, რა პროცესები მიდის წინასაარჩევნო პერიოდში მიდის და სამწუხაროდ, მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.

„გამომსვლელები, ოპონენტები, თუ არ მივიღებთ მხედველობაში გარკვეულ ცოტა პოპულისტობისკენ გადახრილ შეძახილებს, რეალობაში კონსტრუქციულები არიან. თუნდაც, კრიტიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგი ხიბლის ცოდვაშია ჩავარდნილი, მაგალითად, თუკი მიაჩნიათ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მათ აღელვებთ, ან თუკი მიაჩნიათ, რომ დებატებში შეიძლება გამოვიდეს ადამიანი და დებატებში შევიდეს მეორე ადამიანთან ისე, რომ მისი ამომრჩეველი ამას არ ურჩევდეს და პირიქით. არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუმცა, ეს არაფრით არ მეტყველებს იმაზე, რომ ბატონმა კახა კუჭავამ რაიმე არასწორი ან შეუსაბამო თქვა. რასაკვირველია, ლარის კურსიც მნიშვნელოვანი თემაა და საგანგებო თემაა, რაზედაც ასევე ხშირად, ინტენსიურად და გაცილებით უფრო პროფესიონალურად საუბრობენ სახელმწიფოს წარმომადგენლები. ეს არის რეალური პრობლემა, ამ რეალურ პრობლემას ჩვენ თვალს ვუსწორებთ. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება, წინასაარჩევნო პერიოდში რა პროცესები მიდის და სამწუხაროდ, მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი. ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ფულს ვიხდით იმაში, რომ ადამიანმა აღიაროს, რომ ვითომ კორონავირუსი აქვს, ახლა წამოვიდა უკუპროცესი და გვეუბნებიან, რომ, საზოგადოებას ატყუებენ, რომ თითქოსდა ბევრია კორონავირუსით დაავადებული და ჩვენ ამას ვმალავთ. ხან ექიმების ხალათებს მიღმა ვიმალებით და ხან ექიმები არიან მთავარი სალანძღავი ობიექტები. აი ეს არის რეალობა და მეორე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვერ გამოიყენეს, გახსოვთ, ამის თაობაზე რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ვერ გამოიყენეს ფაროსანას თემა და დააზიანეს ქვეყანა, „ც ჰეპატიტის“ თემაზე გახსოვთ, რა ამბავი იყო და საზოგადოება ამ სისულელეს არ აყვა, ვერ შემოიჭრნენ პარლამენტში, არ დაგვიწესა, ბოლოს და ბოლოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები, როგორც ამას მოითხოვდნენ და როგორც ამაზე ოცნებობდნენ ოპონენტები. მსოფლიო ბანკის რეიტინგები არ დარჩა არცერთი, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზე არ დგას. და აქედან გამომდინარე, რაც უფრო პოზიტივში იქნება საქართველო ამ ურთულეს პირობებში მოხსენიებული, მეტი გააფთრებით იქნებიან შემოსეულები რეალობას ის სვავები, რომლებიც ხანდახან, განცხადებებით და ხანდახან, თავისი მართული საინფორმაციო საშუალებებით უტევენ ქვეყნის იმიჯს და სტაბილურობას, ისედაც ურთულეს პირობებში მყოფი ქვეყნის. ახლა ცდილობენ, როგორმე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების გარკვეული ასპექტების ექსპორტირებას საქართველოში და ამაზე მეტყველებს სააკაშვილის კიდევ ერთი მავნებლური განცხადება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, რეგიონში მშვიდობა დამოკიდებულია, მნიშვნელოვანწილად, რასაკვირველია, ორ მხარეზე, რომლებიც არიან ამ ურთულეს კონფლიქტში ჩართული და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებზე და აქედან კიდევ ერთხელ შეიძლება მათ მივმართოთ, მაგრამ, რეალურად, ამ თემის გამოყენება, ამ თემის ექსპლუატაცია, როგორმე საქართველოში არიონ სიტუაცია, არის ის ნათელი მაგალითი, თუ რატომ აქვთ დაბალი რეიტინგი. და მთავარი შეტევა ხორციელდება საქართველოზე იმ მიმართულებით, რომ როგორმე არასწორი ინფორმაცია გავიდეს გარეთ, თითქოსდა ხელისუფლების ხელწერაა, მაშინ, როდესაც საპირისპირო პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, რომ როგორმე ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და პოლიტიკურ ოპონენტზე – არათუ ტყუილია, არამედ უზნეო ტყუილია და ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ სტრატეგიულ მიმართულებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 29, 2020 14:09