გიორგი ვოლსკი: ძალიან ბევრი დამკვირვებელი ეყოლება ამ არჩევნებს

ამომრჩევლის მოსყიდვა და ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით – წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ გასაჯაროებულ ძირითად დარღვევებს უმრავლესობაში ეხმაურებიან.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საგანგაშო არაფერი არ არის. გიორგი ვოლსკის თქმით, წინასაარჩევნო პროცესს და მის დემოკრატიულობას საფრთხე არ ემუქრება.

„მუდმივად იქნება რაღაც შენიშვნები. რაც მეტი შენიშვნა იქნება, უკეთესია. ზოგი ობიექტურია, ზოგს არ აქვს საფუძველი, მაგრამ ყველაფერი უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა განიხილოს. მთლიანობაში ატმოსფერო ძალიან კარგია, შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ძალიან პოზიტიურია. ძალიან ბევრი დამკვირვებელი ეყოლება ამ არჩევნებს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შუალედური ანგარიში ორგანიზაციამ დღეს წარმოადგინა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ივლის – აგვისტოს პერიოდში პარტიების მიერ გატარებულ აქტივობებს აკვირდებოდნენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევების გამოვლენა იყო.

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, სამართლიან არჩევნებში განმარტავენ, რომ მსგავს დარღვევებზე შესაბამისი უწყებები ადეკვატურად არ რეაგირებენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერმა რუსეთი სირიაში გამართულ ცინიზმში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაჯარისკაცს, რომელმაც სომხეთში ოჯახი ამოწყვიტა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს