გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ვისაუბრეთ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაზე.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. ასევე, ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მომავალზე, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხებს შევხედოთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რაც ხდება, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა – პუტინი
შემდეგი სტატიარუსეთის გეგმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მარცხდება – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო