გიორგი ვოლსკი ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის წევრებს შეხვდა.

ვიცე-სპიკერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„მას შემდეგ, რაც დამყარდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ჩეხეთის მთავრობა გვერდში უდგას საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნებზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

„სტუმრებს აინტერესებდათ პოლიტიკური მდგომარეობა, პროცესების მიმდინარეობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისკრიპალების მოწამვლის საქმეზე რუსეთის ორ მოქალქეს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატია51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა