გიორგი ვოლსკი: ახლა კოალიციის დაშლის წინაპირობა არ არსებობს

რა ფორმით შეხვდება 2016 წლის არჩევნებს მმართველი კოალიცია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებსაც კი უჭირთ.

„გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა ახლა კოალიციის დაშლის წინაპირობა არ არსებობს,“- განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.

ოქტომბრამდე კოალიციის დატოვებას რესპუბლიკელები გამორიცხავენ, ეროვნულ ფორუმს კი ამ თემაზე პასუხი ორ კვირაში, ყრილობის შემდეგ ექნება.

banner
წინა სტატიაში(video)გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება
შემდეგი სტატიაბაქოში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო