გიორგი ვაშაძის პარტიამ ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ტაბიძე წარადგინა

“ახალმა საქართველომ” პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ტაბიძე წარადგინა.

პარტიას ვანში ოფისის ქირაობის პროცესში პრობლემები შეექმნა, რის გამოც ოფისის განთავსებას საკუთარ სახლში, სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში გეგმავს.

“წინააღმდეგობის მიუხედავად, არ ვაპირებ შუა გზაში გაჩერებას, ოფისს ამ ეტაპზე საკუთარ სახლში სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში განვათავსებ, იქ შევხვდები ამომრჩევლებს. ვანშიც და ხონშიც ერთხელ და სამუდამოდ ვაპირებ წარსული გადმონაშთის და “ნაციონალების” მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის დამარცხებას”, – განაცხადა გიორგი ტაბიძემ.

banner
წინა სტატიაშიშემოდგომაზე საქართველოში ნატოს შემფასებელთა 33-ე კურსი პირველად ჩატარდება – „ჩარლი“ ასეული ნატოს პირველი დონის შეფასებას გაივლის
შემდეგი სტატია“გიორგი კვირიკაშვილი არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასთან დაკავშირებით”