გიორგი ვაშაძე:სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

"რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი", - ნიკა გვარამიაჩვენმა დამოუკიდებლობის 24 წელმა ცხადად გვასწავლა: სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!
დღეს ჩვენ ვდგევართ არა მხოლოდ რუსთავი 2-ის გვერდით, არამედ თავისუფალი მედიისა და მეტიც – ქვეყანაში კონსტიტუციური წყობის დასაცავად!
საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით, ცდება ერთი კომპანიის და მით უფრო პარტიული კუთვნილების საზღვრებს და ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილების ყოფნა-არყოფნას ეხება!
მე დღეს ვარ არა რომელიმე პარტიის წევრი, არამედ უბრალო მოქალაქე და ვუერთდები ათასობით თანამოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად!
გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაში,,დღეს საქართველოს ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან”
შემდეგი სტატია“როგორც ჩანს, ივანიშვილმა ფეხი ძალიან დააბაკუნა და თქვა, რომ რ2 დღესვე უნდა, მისი იყოს”