სასამართლომ გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო 7 თვით ციხეში გაუშვა – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ის განაჩენის გამოცხადებას თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ოფისში ელოდებოდა. მასთან ერთად პარტიის ოფისში ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, ამავე საქმეზე, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენიც გამოცხადდება. მისი სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე, ამავე საკითხზე, ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. გივი თარგამაძისა და ნიკა მელიას განაჩენის გამოცხადება კი 27 ივნისსაა ჩანიშნული.