“გიორგი ვაშაძეს რამდენჯერაც გამარჯობა ვუთხარი, იმდენჯერ მიპასუხა, პროექტი, ქალბატონო თაკო”

საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა ადამიანი. გიორგი ვაშაძის სახელი მხოლოდ რეფორმებს უკავშირდება, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ. ორი წლის განმავლობაში ვუყურებდი ახალგაზრდა ადამიანს. რამდენჯერ გამარჯობა ვუთხარი, იმდენჯერ პროექტიო მითხრა. გამარჯობათ, გიორგი, პროექტი, ქალბატონო თაკო. მივხვდი, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად მომართულია, რომ რაღაც გააკეთოს. რვა წელი თავზე ჩამოგვემსხვრა, არათუ ოცნება, სახელმწიფო ინსტიტუციები. ვიფიქრე ასე – ნორმალური თაობა რომ გაგეზარდოს უნდა მისცე განათლება. განათლება, რომ მისცე უნდა მისცე სახსრები, სახსრები ვერ გექნება თუ არ გაქვს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომ გვქონდეს არ უნდა იყოს კორუფცია. კორუფცია რომ არ იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს კანონი და სამართალი, რომელიც არ არის. ერთხელ მკითხეს, ვინ არის თქვენი ამომრჩეველიო, ჩვენი ამომრჩეველია თაღლითი პოლიტიკოსებისგან გაძარცვული საქართველო. ამან მაფიქრებინა, რომ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა ადამიანი. მე მსგავსი პრაქტიკოსი, რეფორმატორი, რომელმაც უკვე გვაჩვენა, რა ტიპის რეფორმები გააკეთა ყოფილი ხელისუფლების დროს არ მინახავს. მისი სახელი მხოლოდ რეფორმებს უკავშირდება. ის ადამიანიც მინდა აღვნიშნო, რომელმაც მას საშუალება მისცა რეფორმები გაეკეთებინა, ამასაც დიდი ნიჭი უნდა. მიხარია, რომ 2018 წელსაც, ამ ადამიანმა კვლავ დაასახელა და თქვა, სავარაუდოდ, კარგი პრემიერი იქნებოდაო. შემთხვევითი არაფერია, როდესაც ახალგაზრდა კაცი გამოცდილი გყავს რეფორმებში, შემდეგ მას თამამად ასახელებ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
შემდეგი სტატიაპროკურორი – გიორგი რურუას საქმეზე სასამართლომ სწორი გადაწყეტილება მიიღო