გიორგი ვაშაძე იუსტიციის სახლში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 8, 2016 12:54

გიორგი ვაშაძე იუსტიციის სახლში

vashდღეს დილით გიორგი ვაშაძემ და მისმა თანაგუნდელებმა სამაქალაქო პლატფორმა ,,ახალი საქართველოს” იურიდიული რეგისტრაციის პროცედურისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი იუსტიციის სახლში ჩააბარეს. ,,ერთი თვეა საჭირო პოლიტიკური პარტიის საბოლოო რეგისტრაციისთვის. ხარვეზის შემთხვევაშიც ამ ერთ თვიან მონაკვეთში გვეცნობება, თუმცა ჩვენ ყველა დოკუმენტი კანონის შესაბამისად წარვადგინეთ და დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ დავრეგისტრირდებით. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის რეგისტრაციის დაჩქარება არ ხდება. ეს საკითხიც აუცილებლად მოსაგვარებელია და შესაცლელია. მანამდე კი ვაგრძელებთ ჩვეულ რიტმში მუშაობას: ვაყალიბებთ შტაბებს, ვხსნით ახალ ოფისებს, ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე, ვხვდებით ამომრჩევლებს. ახლაც ქუთაისში მივდივარ და რამდენიმე დღეს დასავლეთ საქართველოში გავატარებ მხარდამჭერებთან”-ამბობს ,,ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 8, 2016 12:54

Google სტატისტიკა


6,406
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics