გიორგი ვაშაძემ : იუსტიციის სახლთნ ბრიფინგი გამართა

დღეს იუსტიციის სახლთან სამოქალაქო პლატფორმა – “ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგი გამართა. ვაშაძე იუსტიციის სამინისტროს მხიდან, ახალი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების მიზანმიმართულ გაჭიანურებას ვარაუდობს და მოუწოდებს უწყების მინისტრს, თეა წულუკიანს შესაბამისი პროცედურები ხელოვნურად არ შეაფერხოს.

,,იურიდიული რეგისტრაციის პროცედურისთვის საჭირო სრული დოკუმენტაცია, “ახალმა საქართველომ” იუსტიციის სახლში 7 ივნისს, მასშტაბური საჯარო დაფუძნების შემდეგ ჩააბარა. მიუხედავად ამისა, შესაბამისი უწყება გაურბის გაერთიანების წევრებთან კომუნიკაციას.

ამასთან, 8 ივნისიდან წინასაარჩევნო პროცესი დაწყებულია, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურის გაჭიაუნრების გამო, სამოქალაქო პლატფორმას – ,,ახალი საქართველო“ საარჩევნო კამპოანიაში სრულფასოვანი ჩართვის პრობლემა ექმნება. მნიშვნელოვანია , რომ ჩვენ მიერ წარდგენილი საბუთების რეგისტრაციის შემდეგ დღემდე არ დადგენილა ხარვეზი. არ ყოფილა მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენა, რაც ნიშნავს, რომ საბუთებში არანაირი პრობლემა არ არის და შესაძლებელია პოლიტიკური გაერთიანების დაუყოვნებლივი რეგისტრაცია.
კანონით გათვალისწინიებული ერთთვიანი ვადა, ეს არის მხოლოდ მაქსიმალური ვადა, რაც აძლევს იუსტიციის სამინისტროს შესაძებლობას რეგისტრაცია განახორციელოს ერთ დღეში, ორ დღეში და ა.შ და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ მექსიკაში პოლიციასთან შეტაკებისას 6 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიათბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს