გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი

გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოემაურა. რომლიც მისი პარტიიდან წასვლას არასწორ ნაბიჯად იყო შეფასებული.
“მე ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი, კი სარიკსო ნაბიჯი გადავდგი დავეთანხმები მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ ვფიქრობ რომ აი ამ თაობისთვის, ახალი ადამიანებისთვის, ყველა თაობის ახალი ადამიანებისთვის პოლიტიკაში გზის გახსნა სხვა შესაძლებლობა მე ვერ დავინახე.ერთადერთი რასაც შეუძლია ქვეყანა ფეხზე დააყენოს, ჩამოშლილი ეკონომიკა აამუშაოს , უმუშევრობა, მთავარი პრობლემა დაამარცხოს არის სწორედ ეს პოზიტიტიური ენერგეტიკა , ნიჭი უნარი გონი და ამატ უნდა გავყვეთ . ასე რომ მე ერთი წამითაც არ ვფიქრობ რომ რაიმე არასწორი იყო . ყველაფერი ძალიან მაგარი იყო და თქვენ ხედვთ რომ რა მუხტი იკრიბება საქართველოს აბსოლუტურად ყველა რაიონში”, – განაცხადა ვაშაძემ.

დღეს გიორგი ვაშაძემ ქუთაისში საცხოვრებელ სახლსში ახალი პოლტიკური მოძრაობის ოფისი გახსნა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) გორში ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფსა და სტალინელებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაავსტრიის კანცლერი გადადგა