გიორგი ვაშაძე უმრავლესობას: დღეს, საქართველოში ჩამოყალიბდა პირდაპირ რუსული ტიპის ოლიგარქიული რეჟიმი, სადაც ელიტა არის „ზემდიდარი“, ხალხი კი – უკიდურესად გაჭირვებული

„რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოსმენის დროს რამდენიმე საკითხზე ისაუბრა:

„ამიტომ არ გინდათ ევროკავშირი. ევროკავშირი არის კანონის წინაშე ყველას თანასწორობა და სამართლიანი სასამართლო. კორუმპირებულების და ოლიგარქების მმართველობა კი არ არის ევროკავშირი, ხალხის მმართველობაა და ამიტომ ეწინააღმდეგებით დღენიადაგ ევროკავშირს, რომ არ გინდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ლაზიკა – ანაკლიაზე რომ ვსაუბრობთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ჩვენ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ვუგზავნით გზავნილს, რომ რუსული პასპორტის ნაცვლად, რომელიც არის სიკვდილის ტოლფასი დღეს მთელ მსოფლიოში და თვითონ რუსეთში, ექნებათ ქართულ – ევროპული პასპორტი. ამაზე დიდი საქმე ტერიტორიული მთლიანობის საქმისთვის არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმედიაპროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ მშვიდობის ჯილდოს მფლობელი გახდა
შემდეგი სტატიავწუხვართ, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო – ო’ბრაიენი