გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფება

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ვაშაძემ ინფორმაცია Facebook გვერდზე გაავრცელა. როგორც ვაშაძე Facebook-ზე წერს, მას 12 დღის წინ ჰქონდა კონტაქტი თაკო ჩარკვიანთან, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ჩაიტარა PCR ტესტირება.

ასევე ვაშაძის ინფორმაციით, პარტია ჩარკვიანთან კონტაქტში მყოფ ყველა პირის გამოკვლევას აკეთებს.

“დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო:

1. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს;

2. სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონა ვირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ;

3. მიუხედავად ამისა ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი;

4. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში;

5. თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ;

6. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან;

7. იმედი მაქვს იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,-წერს ვაშაძე Facebook გვერდზე.

დღეს, 11 სექმტემბერს, სტრატეგია აღმაშენებლის, ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი Facebook-ზე წერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ
შემდეგი სტატიათბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა