გიორგი ვაშაძე: თუ ისინი გადამეტებულ ძალას გამოიყენებენ, ესეც მათ სახეს უჩვენებს

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დაპირისპირებისკენ და ესკალაციისკენ. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დასაკავებლად ძალის გამოყენებას ჰქონდეს ადგილი.

„ქართულ ოცნებაში“ არცერთი არ აღმოჩნდა ნორმალურად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, რომ რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო. მათ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს და არ უნდათ ამ ქვეყანაში შეთანხმება, ნორმალური განვითარება. უნდათ, რომ მიიტაცონ ხელისუფლება, სამართალი გაიფორმონ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და ყველა ერთად დავდგეთ იმისთვის, რომ ხელისუფლების მიტაცების შესაძლებლობა არ მივცეთ. ერთიანობაშია ახლა გადარჩენა.

თუ ისინი გადამეტებულ ძალას გამოიყენებენ, ესეც მათ სახეს უჩვენებს. მშვიდობიანად, არაძალადობრივად ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მე იმედი მაქვს, ამ უკანონობას გადამეტებულ ძალას არ დაამატებს ზემოდან „ქართული ოცნება“ და არ დაიწყებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიან ადამიანებთან“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება ნიკა მელიას დაცვას
შემდეგი სტატიაბაქარაძე: დღევანდელი დღე მელიას დასასრული კი არა, ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია