გიორგი ვაშაძე: სიგარეტის გაძვირება კონტრაბანდას შეუწყობს ხელს

news
ავტ.: news ნოემბერი 25, 2015 18:50

გიორგი ვაშაძე: სიგარეტის გაძვირება კონტრაბანდას შეუწყობს ხელს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ სიგარეტზე ფასის გაზრდა კონტრაბანდას შეუწყობს ხელს. ამის გამო საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ინიციატივას მხარს არ უჭერს.

როგორც პარტიის წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, აქციზის გაზრდა არასწორი ქმედებაა და მთავრობამ ამ შემთხვევაში ამის ნაცვლად მოგების გადასახადი უნდა გააუქმოს.

„ვინმემ დათვალა რა ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს, მაგალითად კონტრაბანდასთან მიმართებაში? თუ ჩვენ უსაშველოდ გავაძვირებთ სიგარეტს, ალკოჰოლს, მაშინ რა იქნება? ჩვენს გვაქვს ორი შავი ხვრელი, ოკუპირებული ტერიტორიები, საიდანაც შეიძლება შემოვიდეს კონტრაბანდა და საბოლოო ჯამში პირიქით ზიანი მიიღოს ბიუჯეტმა. დაჩქარებული სახით აქციზს კი არ უნდა ზრდიდეთ, არამედ მოგების გადასახადს უნდა აუქმებდეთ იმისთვის, რომ მეტი ბიზნესი შემოვიდეს ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 25, 2015 18:50