“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს.
“უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი: „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო”,_ აცხადებს ვაშაძე.
ინფორმაციისთვის, შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა:
გუშინ მოვისმინეთ ბატონი ვაშაძისგან სამი “პ” რომ არიან. აღარ მახსოვს, რომელი იყო პატიოსანიო, პროფესიონალი, პატრიოტიო. არ ვიცი, პ-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვეს ამ რიგში.

















