3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

გიორგი ვაშაძე: სასამართლო არის უსამართლობის მთავარი სიმბოლო ქვეყანაში

“სამწუხაროდ სასამართლო არის უსამართლობის მთავარი სიმბოლო ქვეყანაში”,_ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ისიც უსამართლოა, რომ სხდომა დაიხურა არაფრის გამო. იმედი მაქვს, რომ შემდეგი სხდომა მაინც გაიხსნება. ქვეყანაში იმდენი უსამართლობა ხდება პროფესორ მასწავლებლებთან დაკავშირებით, მანქანების ბიზნესთან დაკავშირებით, ბავშვებთან მიმართებაში, სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებთან მიმართებაში, დასაქმებულ თუ უმუშევარ ადამიანებთან მიმართებაში და რა გასაკვირია, რომ ჩვენ ამ უსამართლობის ერთ-ერთი ეპიცენტრი ვართ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ერთი პირი დაჭრეს
შემდეგი სტატია“აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით”- ბოჭორიშვილი ჟენევაში