გიორგი ვაშაძე – სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ დაკითხვაზე მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე – მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივმართო: შენი არავის ეშინია

სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ [დაკითხვაზე] მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე – მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომ შენი არავის ეშინია, არავის შენი დაბარებების არ ეშინია , – მის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმი ძალადობრივ ნაბიჯებზე გადადის“.

„რეჟიმი ყოველდღე უფრო სუსტია და გადადის სტანდარტულ ძალადობრივ ნაბიჯებზე. ამას ჩვენ დიდი ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ. სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე. მე მათ ძალიან მარტივი კითხვა დავუსვი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ერთი ადამიანი მაინც თუ გამოკითხა ახალგაზრდების ფიზიკური ცემის, ჟურნალისტების ცემის და სხვა იმ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველია აბსოლუტურად ყველა. მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. მე ამ ადამიანებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, რომ ეს სამსახური დატოვეთ, გაემიჯნეთ ბიძინა ივანიშვილს და რეჟიმს. დღეს საქართველოში ქაოსი მოაქვს ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანის მოშორება მყისიერად ნიშნავს, საქართველოს დამშვიდებას.

მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომ არავის შენი არ ეშინია, არავის შენი დაბარებების არ ეშინია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას, რამდენიც არ უნდა დაგვაკავოთ, რამდენი საქმეც არ უნდა აღძრათ, კიდევ მეტი ადამიანი გამოვა და კიდევ მეტი ადამიანი გააგრძელებს ბრძოლას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე მოწმის სახით იბარებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქოჩორაშვილი – შეუძლებელია ამის ატანა – ჰიმნი, რომელსაც თამაშის წინ, გულშემატკივართან ერთად ვმღერით, მე-11 დღეა, ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს!
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – დღეს „ხელისუფლება“ არის კოლექტიური „ტიტუშკა“ და არალეგიტიმური ხუნტა