გიორგი ვაშაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

vashaZe,,8 ივნისს შევიტანეთ განაცხადი სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სადაც ყველა საჭირო საბუთი და დოკუმენტაცია იყო წარდგენილი. 10 დღის წინ სხვადასხვა საბაბით დაგვიდგინეს ხარვეზი. ჩვენ შევეცადეთ არ დაგვეძაბა სიტუაცია და ორი დღის მანძილზე ნაცვლად დახარვეზებული 364 ხელმოწერისა წარვადგინეთ ორჯერ მეტი, კერძოდ 710 ხელმოწერა. დღეს საბოლოოდ ამოიწურა რეგისტრაციის დოკუმენტების განხილვის ვადა.
დილიდან ჩვენი წარმომადგენლები ცდილობენ ინფორმაციის მოპოვებას, მაგრამ იუსტიციის სამინიტროს მხრიდან არ არის არანაირი რეაგირება.
ფაქტია, ხდება ხელოვნურად რეგისტრაციის პროცედურების გაჭიანურება. რის გამოც ჩვენ, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალას არ გვეძლევა შესაძლებლობა თანაბარ, კონკურენტულ პირობებში ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია. აქვე აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოცხადებული აქვს საარჩევნო ღონისძიებათა ვადები და ჩვენ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ შესაბამისი ღონისძიებები, რაც არჩევნების სამართლიანობასა და დემოკრატიულობას აყენებს ჩრდილს.“- აცხადებს სამოქალაქო პლატფორმა ,,ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე: მე ვიყავი ამერიკაში ელჩი, ახლა ახალგაზრდების დროა
შემდეგი სტატიაენგურჰესში აწეულ წყლის დონეს შეიძლება, წყალმოვარდნები მოჰუყვეს